კომპანია

კომპანიის შესახებ
მეპსტერი დინამიკურად მზარდი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც მაღალკვალიფიციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს აერთიანებს. ჩვენს გუნდს შენობა-ნაგებობებსა და ინდუსტრიულ ზონებში საინჟინრო სისტემების დაგეგმვისა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტები ნებისმიერი მასშტაბის პროექტისთვის.
სპეციალიზაცია
მეპსტერის სპეციალიზაცია მოიცავს საინჟინრო მიმართულების სრულ სპექტრს: წყალსა და კანალიზაციას, გამწმენდი ნაგებობების, სანიაღვრე სისტემების, გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის, ელექტროობისა და სუსტი დენების, სახანძრო დეტექციისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოებს. სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია MEP პროექტირება და ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურება უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
ხედვა
მეპსტერის ერთ-ერთი პრიორიტეტი მდგრადობა და ინოვაციური ხედვებია, რისთვისაც უახლეს ტექნოლოგიებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკებს ვიყენებთ. მულტიდისციპლინური მიდგომა საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ნებისმიერი სირთულის გამოწვევას და მივაწოდოთ პარტნიორებს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები.
© 2025 მეპსტერი. ყველა უფლება დაცულია
Created By: SuGo