კომპანია - მეპსტერი

კომპანია

image

საინჟინრო კომპანია მეპსტერი აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე (MEP Project Manager)

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • საპროექტო დავალების, მოთხოვნების და პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა;
  • საინჟინრო გუნდთან ერთად სამუშოების დაგეგმვა და განხორციელება;
  • განხორციელების გეგმა-გრაფიკის მომზადება და პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან შეჯერება;
  • შესყიდვების გრაფიკის მომზადება და მისი კონტროლი;
  • საჭირო მასალა-დანადგარების სპეციფიკაციების იდენტიფიცირება, შესასყიდი მასალების დამკვეთთან შეთანხმება და შესყიდვა;
  • პროექტთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ინიცირება და პროცესის კოორდინირება;
  • დამკვეთთან, საპროექტო გუნდთან და საზედამხედველო კომპანიასთან (არსებობის შემთხვევაში)  უწყვეტი კომუნიკაცია, შეხვედრების ინიცირება და საკითხების შეთანხმება;
  • პროექტის საინჟინრო გუნდის, კონსულტანტებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინირება და მართვა;
  • ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება, როგორც კომპანიის მენეჯმენტთან, ისე დამკვეთთან ან/და დამკვეთის წარმომადგენელთან;
  • რისკების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება;
  • საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტების მიღება-შეთანხმება;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და საპროექტო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის მიმდინარეობისას საჭირო საწარმოო და საშემსრულებლო ნახაზების მომზადების კოორდინაცია;
  • ყოველთვიურად  შესრულებული სამუშაოების აქტების მომზადების და მასალების ჩამოწერის პროცესის  ორგანიზება და მართვა;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების ინიცირება და დამკვეთთან შეთანხმება;
  • პროექტის ბიუჯეტისა და გასაწევი ხარჯების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ტესტირების უზრუნველყოფა და სისტემის გაშვება-გამართვის ორგანიზება და მართვა;
  • პროექტის ფინანსური ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საინჟინრო განათლება (ელექტრო/მექანიკური მიმართულებით);
  • MEP პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე და პროფესიული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის სწორი მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას (სხვა ქალაქიდან რელოკაციის შემთხვევაში);
  • პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: 

vacancy@mepster.ge

 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტის მენეჯერის ვაკანსია“.

 

გისურვებთ წარმატებას.





© 2026 მეპსტერი. ყველა უფლება დაცულია

Created By: SuGo